მედია ანონსი
12 დეკემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
GPC-ის "ზღარბის ზღაპრული ბაღის" საზეიმო გახსნა
15 დეკემბერს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში გაიმართება კომპანია GPC-ის დაგროვებითი "ზღარბი ბარათის" წამახალისებელი გათამაშება. გათამაშების შედეგად გამოვლინდება 9 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები ხოლო ერთ-ერთი მათგანი გახდება მთავრი პრიზის - პარიზის დისნეილენდში საოჯახო საგზურის მფლობელი.
17:30 საათზე ”ბუკიას ბაღის” ტერიტორიაზე (მის: პეკინის გამზ., ბახტრიონის ქუჩის კუთხეში) გაიმართება "ზღარბის ზღაპრული ბაღის" პრეზენტაცია. სკვერის ტერიტორია მთლიანად გაეწყობა საახალწლო განათებებით, განთავსდება ზღაპრული ფიგურები, ბავშვებისათვის მოეწყობა სხვადასხვა სათამაშო ობიექტი, მულტიპლიკაციური ფილმების ცნობილი გმირები ჩაატარებენ სახალისო თამაშებსა და შეჯიბრებებს.
ბაღის პრეზენტაცია შთამბეჭდავი და ორიგინალური ფორმით მოხდება. ბავშვები შექმნიან იმიტირებულ ჯაჭვს რომელიც სკვერის გარშემო წრედ შეიკვრება. ათვლის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი მთავარი ღილაკის მეშვეობით აანთებს საახალწლოდ გაწყობილ ბაღს. საღამო ფეიერვერკით გაიხსნება.
გამარჯვებული ბარათის მფლობელთათვის პრიზების გადაცემა საზეიმო ვითარებაში მოხდება. "ბუკიას ბაღში" ზღარბი ბარათის ზღაპრული ბაღი 14 იანვრამდე იქნება მოწყობილი.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, გთხოვთ გვეწვიოთ!
###
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ჯიბუტი
”ფაბლისითი ჯგუფი”
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი
მობ: 877 46 55 90
ელ-ფოსტა: tako@publicity.ge